saqarTvelos uReltexilebi - vantliaSeTis uReltexili

კოორდინატები 42°00`00` ჩ. გ. 46°07`26` ა. გ.
ტერიტორიული ერთეული ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2489 მ
ქედი გომბორის ქედი
ამგებელი ქანები იურული ასაკის თიხაფიქლები და ქვიშაქვები
ფლორა სუბალპური მდელო

 

უღელტეხილი საქართველოში, კახეთის მხარეში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს  კახეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მდინარე ჩარასალდისხევის (კაბალის მარჯვენა შენაკადი) სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2489 მ. უღელტეხილის მიდამო აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. ბილიკით აკავშირებს მდინარეების კაბალისა (ალაზნის მარცხენა შენაკადი) და სიმბირისხევის (ავარიის ყოისუს სისტემა) ხეობებს. ვანტლიაშეთის კალთებზე სუბალპური მდელოთა ლანდშაფტია.